მეუფე შიო: ჩვენ ვულოცავთ მრევლს ახალ წელს, როგორც ახალი სტილით, ასევე ძველი სტილითაც

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, მრევლს ახალი წელი მიულოცა.
„დღეს არის ძველი სტილით ახალი წელი. ჩვენ ვულოცავთ მრევლს ახალ წელს, როგორც ახალი სტილით, ასევე, ძველი სტილითაც, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხში განსაკუთრებული სიყვარულია ძველი სტილით ახალი წლისადმი. ჩვენს ხალხში არის შემორჩენილი მეხსიერება იმ პერიოდისა, როდესაც ახალი წელი აღინიშნებოდა შობის შემდეგ და მთელი ახალი წლის შინაარსი და სიმბოლიკა დატვირთული იყო საშობაო სიხარულით, საშობაო სიმბოლიკით, საშობაო მნიშვნელობით, რაც ახალ წელს სძენდა განსაკუთრებულ, სხვანაირ ელფერს და საზეიმო განწყობას, რაც ჩვენ გვახსოვს და ამიტომ ამ დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ. დღესაც გილოცავთ დიდი სიყვარულით. შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი, ყოფილიყოს ეს წელიწადი მადლიანი, სასიხარულო ჩვენი ერისთვის, ყოველი ჩვენგანისთვის“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი