„არა რუსულ კანონს“ – პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„არა რუსულ კანონს“ – საქართველოს პარლამენტთან ახალგაზრდები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილებს შორის არიან სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი პროტესტი მხოლოდ პარლამენტთან გაგრძელდება და მსვლელობით სხვა ლოკაციაზე არ გადაინაცვლებენ.

გარდა ამისა, ახალგაზრდები აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხელისუფლება უკან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები