ვორონეჟის ოლქში, სავარაუდოდ დრონის დარტყმის შედეგად, ნავთობსაცავში ხანძარია

ვორონეჟის ოლქში, სოფელ რაზდოროვოში მდებარე ნავთობის საცავში ხანძარია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ღამით 8 უკრაინული დრონია ჩამოგდებული: სამი – კურსკის ოლქში; ორი – ბელგოროდის ოლქში; ორი – ვორონეჟის ოლქში და ერთი სმოლენსკის ოლქში.

ტელეგრამის არხები ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს, რომ სოფელ რაზდოროვოში ნავთობის საცავში ხანძარია. გამთენიისას მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების რამდენიმე ხმა გაისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები