მამუკა გორგოძე – ახალი სტადიონის აშენებაზე: დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერს, ეს ძალიან კარგი სიახლეა

“დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერს. ეს ძალიან კარგი სიახლეა”, – ამის შესახებ მორაგბე მამუკა გორგოძემ თბილისში ახალი სტადიონის აშენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს სიახლე სრულიად საქართველოსთვისაა კარგი.

„არამარტო რაგბის განვითარებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ჩატარდება ბევრი თამაში, შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგასაც ვუმასპინძლოთ. რა თქმა უნდა ექვსიანში შესვლა გვინდა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი მოედანი“, – განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი სტადიონი აშენდება. 70 000 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის აშენება ახალი აეროპორტის ტერიტორიაზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები