თენგიზ სულაქველიძე – „ქართუს“ განცხადებაზე: ეს ბიჭებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება

“ეს ბიჭებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება”, – ასე შეაფასა ვეტერანმა ფეხბურთელმა, თენგიზ სულაქველიძემ ფონდ “ქართუს” განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

მისი შეფასებით, ბიჭები კარგ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებენ.

„ბიჭები ნამდვილად იმსახურებენ კარგ ჯილდოს, ეს არის ბიჭებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდი სტიმული. რომ გადიხარ მოედანზე, ყველაფერი უნდა ჩადო თამაშში და როცა იცი, რომ დიდი თანხა დევს, ამას ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ბიჭებისთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება,“ – განაცხადა თენგიზ სულაქველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები