გორში ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მინდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

გორში ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს. გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს 1 033 გრძივი მეტრი გზის მოწყობას საფეხმავლოებითა და პანდუსებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, დამონტაჟდება გარეგანათება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები და რეკრეაციული ზონა.

გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხიდისთავში. ერთ – ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში 2 კილომეტრამდე გზა რეაბილიტირდება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც. 1 მილიონ ლარამდე ღირებულიების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები