ოკუპანტებმა ქალაქი დერგაჩი დაბომბეს, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვებიც
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონის ქალაქ დერგაჩი დაბომბეს, რის შედეგადაც ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, მომხდარის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.