პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი მივიდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი მივიდა.

„ხვალ შვიდ საათზე ისევ ვიკრიბებით. დღეს დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შევუერთდები. ხალხის აქტიური ჩართულობით მოხდება ის, რაც მოსახდენია. ევროკავშირიც გვერდით გვიდგას“, – განუცხადა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტებს.

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ახალგაზრდამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

ფოტო: „მთავარი არხი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები