ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – მცირეწლოვანი დაიღუპა

ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები