ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მიერ, 29 აპრილს დაანონსებულ აქციას ეხმაურება.
„29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ!“ – წერს მეტრეველი Facebook-ზე.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.