წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისის საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკებს სიმბოლურად სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა გადასცა

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროს კობა ჟღენტთან ერთად, ქალაქ ბოლნისის საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკებს ესტუმრა და საჩუქრად წიგნები გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერმა ბიბლიოთეკის მკითხველებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

,,დღეს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბოლო რამდენიმე წელია ტრადიციად ვაქციე ამ დღეს ბოლნისის ბიბლიოთეკების მონახულება და სიმბოლურად სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის ჩუქება. დღეს ვესტუმრე ბოლნისის საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკებს და მკითხველებთან ერთად ვისაუბრე წიგნის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, დღევანდელი აქტივობით არსებული წიგნადი ფონდი კიდევ უფრო გავამდიდრეთ. ჩემთვის ყველა ინიციატივა, რომელიც წიგნსა და წიგნიერებას ეხება, არის პრიორიტეტული, რადგან სწორედ წიგნიერი თაობა არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარი,”- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები