ბრალდებულებს, რომლებმაც სტუ-ს პროფესორი, ოთარ გელაშვილი გაიტაცეს და სასიკვდილოდ სცემეს, სასამართლომ 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ორ პირს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის სასამართლომ 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა მას შემდეგ შეეფარდათ, რაც გასულ წელს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ გელაშვილი გაიტაცეს და სცემეს, რის შემდეგაც ის ქვემო ქართლის რეგიონში მძიმე მოტეხილობებით იპოვეს.

დაშავებულს რუსთავის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. უნივერსიტეტის პროფესორი 20 სექტემბრის დილით გარდაიცვალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

“მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები