აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები მედიის, მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობისა და ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაციის საკითხები განიხილეს. გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტურიზმის ფორუმი, სადაც დეპარტამენტის მენეჯმენტმა რეგიონის ტურისტულ მიღწევებზე ისაუბრა.

ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ბათუმის მიმართულებით ზრდადია, როგორც ვიზიტორების, ისე პირდაპირი ფრენების რაოდენობა. გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურისააგენტოების მომწვევას რეგიონში, რითიც ხელს შეუწყობს ყაზახი ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოზიციონირება 20-მდე საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები