სებ-ი: საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2.60%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის მარტის ბოლოსათვის 51.81 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 2.60%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.98%-ით მეტი).
ამასთან, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 706.91 მლნ ლარით, ანუ 3.35%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.78%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 607.05 მლნ ლარით, ანუ 2.07%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.41%-ით).
„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის მარტის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით).
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.97%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.67%, ხოლო ევროს წილმა 19.60% შეადგინა“, – წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.