გიორგი წიტაიშვილი – ახალი სტადიონის აშენებაზე: ჩვენთვისაც ეს უფრო მეტი მოტივაციაა

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი წიტაიშვილი თბილისში ახალი სტადიონის აშენების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ყველას უნდა, რომ გააკეთოს უკეთესი ნაკრებისა და ფეხბურთელებისთვის. ჩვენთვისაც ეს უფრო მეტი მოტივაციაა. ლამაზ, სავსე, 70-ათასიან სტადიონზე მე არასოდეს მითამაშია. ჩემთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა და იმედია, ვითამაშებ ამ სტადიონზე“, – აცხადებს წიტაიშვილი “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი სტადიონი აშენდება. 70 000 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის აშენება ახალი აეროპორტის ტერიტორიაზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები