“გერმანია “ევრო-2024″-ზე გუნდების, ქომაგების და სტუმრების უსაფრთხოებას გაძლიერებულად დაიცავს” – ქვეყნის შს მინისტრი

გერმანიის უსაფრთხოების ძალები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების გაძლიერებულ დაცვას გეგმავენ. მატჩები14 ივნისიდან  14 ივლისის პერიოდში გაიმართება.

ამის შესახებ Rheinische Post-თან ინტერვიუში ქვეყნის შს მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩემპიონატზე ყველა ნაკრები, ქომაგი და სტუმარი დაცული იქნება.

“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის ნაკრების უსაფრთხოება გაძლიერებული ზომებით უზრუნველვყოთ”, – თქვა მან.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იქნება ჩართული იმ ფედერალური მიწების ძალოვანები, სადაც მატჩები ჩატარდება, ფედერალური პოლიცია ასევე აყალიბებს დიდ ძალებს მონაწილე ქვეყნების ოფიცრებისგან.

“ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი საფეხბურთო მოვლენა, რომელიც განსაკუთრებულად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში უნდა ჩატარდეს. ბევრი გამოწვევაა. უსაფრთხოების ძალები წლობით გადიან მაღალპროფესიულ მომზადებას”, – აღნიშნა ნენსი ფეზერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები