უკრაინამ ბრძოლის ველიდან Abrams-ის ტიპის ტანკები გაიყვანა.
როგორც Associated Press-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, ამის ერთ-ერთი მიზეზია რუსეთის მიერ დრონების აქტიური გამოყენება. უკრაინას ტექნიკის დაცვა კი სულ უფრო უჭირს.
როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, ბრძოლის ველზე დრონების რიცხობრივი ზრდა ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს „ღია ტერიტორია, რომლის გავლაც შეუმჩნევლად იქნება შესაძლებელი”.
2023 წელს შეერთებულმა შტატებმა კიევს 31 “აბრამსის” ტანკი გადასცა. გამოცემის ცნობით, მათგან ხუთი უკვე დაკარგულია.
Associated Press-ს შტატების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა კრისტოფერ გრეიდიმ განუცხადა, რომ ამ დროისთვის ტანკები ფრონტის ხაზიდან უკვე გაყვანილია და შეერთებული შტატები უკრაინელებთან მათი გამოყენების ტაქტიკის შეცვლაზე იმუშავებს.