სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 1-ელი მაისიდან ძვირდება
სოხუმში ავტობუსით მგზავრობა 1-ელი მაისიდან ძვირდება.
ამის შესახებ სოხუმის ავტოტრანსპორტის ე.წ. დირექტორმა, ლეონიდ შულუმბამ განაცხადა.
მისი თქმით, მგზავრობა 5 რუბლით ძვირდება და 15 რუსული რუბლი გახდება.
გადაწყვეტილება საწვავზე, სათადარიგო ნაწილებზე, საბურავებსა და სხვა საქონელზე ფასის მატებას უკავშირდება.
მისივე ინფორმაციით, განიხილება ასევე საქალაქო სამარშრუტო ტაქსებზე ფასის ზრდა. ასეთი ტრანსპორტით მგზავრობა დღეს 30 რუბლი ღირს.