“ნატოს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის შეჭრა უფრო ფართო ომის საფრთხეს ქმნის” – ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთის რაკეტების ნატოს საჰაერო სივრცეში შეჭრის ინციდენტები უფრო ფართო ომის საფრთხეს ქმნის.

ამის შესახებ მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს არის რუსული პროვოკაცია, როდესაც რაკეტა შემოდის ჩვენს საჰაერო სივრცეში, შემდეგ შებრუნდება და უკრაინაში გადადის. ჩვენ ვნახეთ ეს პროვოკაციები – ჩვენი საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაირღვა რუსული რაკეტებით”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

დუდამ გამოთქვა შეშფოთება, რომ ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს თავდასხმა პოლონეთის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის განადგურება ან მსხვერპლი.

„ეს არის ყველაზე საშიში ვითარება, რაც დღეს შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რადგან ეს არის სიტუაცია, რომელშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ომი დაიწყო“, – განაცხადა მან.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული რაკეტების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის სულ მცირე სამი ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის ერთი, ნატოს საწვრთნელ ობიექტთან ახლოს. უახლესი ინციდენტი 24 მარტს მოხდა, როდესაც რუსული ფრთოსანი რაკეტა, რომლის სამიზნეც დასავლეთ უკრაინა იყო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები