ჩვენ შესახებ

მედიაჰოლდინგი „კვირა“ 2013 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ქართულ მედიაბაზარზე თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მრავალწლიანი ოპერირების განმავლობაში, „კვირამ“ შეძლო საკუთარი პლატფორმების ქსელის შექმნა, რომელიც სხვადასხვა აუდიტორიასა და ინტერესს პასუხობს. დღესდღეობით, მედიაჰოლდინგი „კვირა“ პრესკლუბსა და რამდენიმე ვებგვერდს აერთიანებს:

1. საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“ — ვებგვერდზე გაეცნობით საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე უახლეს ამბებს, ანალიტიკურ სტატიებსა და საინტერესო ისტორიებს — www.Kvira.ge

2. „კვირა პლუსი“ — აპოლიტიკური შინაარსის, გასართობ-შემეცნებითი ვებგვერდი, სადაც საინტერესო პუბლიკაციები და ფოტო-ვიდეომასალები ქვეყნდება — www.plus.kvira.ge

3. „ქართული კვირა“ — ონლაინ პლატფორმის სამიზნე აუდიტორიას, საქართველოში მცხოვრები მკითხველის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ. აქ შუქდება როგორც ემიგრანტების ცხოვრება, ასევე ქვეყნდება პუბლიკაციები, რომლებიც სხვადასხვა ქართულ თემატიკას მოიცავენ — www.kartuli.kvira.ge

4. პრესკლუბი — ყოველდღიურ რეჟიმში პრესკლუბის სტუმრები: პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები აქტუალურ თემებზე საუბრობენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ — პრესკლუბი