ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორ შეიძლება პოლიციას ასანქცირებდე, ეს ყოვლად წარმოუდგენელია

როგორ შეიძლება პოლიციას ასანქცირებდე, ეს ყოვლად წარმოუდგენელია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ღირსება და კანონი.

„როდესაც პოლიცია ლეგიტიმურად ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას, თურმე პოლიციელზე შეიძლება პირდაპირი შანტაჟი განხორციელდეს, ეს ხომ გაუგონარი რამაა. შეიძლება პოლიციელმა გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას, შეიძლება პოლიციელმა დანაშაულიც კი ჩაიდინოს, მაგრამ როგორ შეიძლება პოლიციას ასანქცირებდე. ეს ყოვლად წარმოუდგენელია, ეს არ არის აღქმა, რომ ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ ამ ქვეყანას აქვს ღირსება და კანონი.

ამ ქვეყანაში ყველაფერი გამჭვირვალეა. ყველა საჯარო ფული, რომელიც ამ ქვეყანაში ტრიალებს, ეს იქნება უცხოეთიდან შემოსული, რომელსაც სახელმწიფო ამენეჯმენტებს, თუ ქვეყნის შიდა თანხები, აბსოლუტურად საჯაროა. ამ თანხების ხარჯვის პროცედურებისა და ხარჯვის მიკვლევადობა აბსოლუტურად საჯაროა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები