“რუსეთ – ირანის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის” – ირანის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის და ირანის თავდაცვის მინისტრებმა ასტანაში შეხვედრა გამართეს.

როგორც ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამა აშტიანიმ თქვა, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.

“ჩვენი ურთიერთობა ღრმავდება და ფართოვდება, ახალ დონეზე გადადის”, – თქვა ირანელმა მინისტრმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კი თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა “ორი ქვეყნის საფრთხეების გაზრდის ფონზე გაზიარდა”.

მისივე თქმით, “რუსეთის და ირანის თანამშრომლობა ყოველთვის გამოირჩეოდა დინამიკით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები