მედიის ცნობით, ერდოღანმა 9 მაისს აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 9 მაისს აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

როგორც Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის დღის წესრიგში ცვლილებების შედეგად მიიღეს, თუმცა ვიზიტის ახალი თარიღი მალე დაინიშნება.

ერდოღანი და ბაიდენი განიხილავენ რიგ საკითხებს, რომლებმაც ბოლო წლებში ორ ისტორიულ მოკავშირეს შორის ურთიერთობები გააუარესა, მათ შორის ისრაელის ომი ღაზაში, თავდაცვის თანამშრომლობა და ტერორიზმთან ბრძოლა.

ანკარა დიდი ხანია აკრიტიკებს აშშ-ს პოზიციას პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მიმართ, განსაკუთრებით ვაშინგტონის უპირობო მხარდაჭერას ნეთანიაჰუს ადმინისტრაციისადმი, რომელსაც ერდოღანი ღაზაში ომის დანაშაულებში ადანაშაულებს.

ბაიდენი და ერდოღანი ასევე განიხილავენ თურქეთის მიერ აშშ-დან F-16 საბრძოლო თვითმფრინავების შეძენისა და უკვე შეძენილი თვითმფრინავების მოდერნიზაციის პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები