“არალეგალური მიგრაცია დიდ რისკებს შეიცავს და რუსეთის ჩამოშლის პირობებს ქმნის” – ნიკოლაი პატრუშევი

არალეგალური მიგრაცია დიდ რისკებს შეიცავს და რუსეთის ჩამონგრევის საფუძველს ქმნის, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიგრანტების ნაკადი ტერორისტულ და ჰუმანიტარულ საფრთხეებს ქმნის.

როგორც პატრუშევმა აღნიშნა, ისინი “არღვევენ ეთნოკონფესიურ ბალანსს , რაც ქმნის წინაპირობას არამხოლოდ საზღვრების შეცვლისთვის, არამედ ქვეყნის ჩამოშლისთვის”.

მისივე თქმით, არალეგალური მიგრაცია “ორგანიზებულ დანაშაულთან, იარაღით ვაჭრობასთან, ნარკოტიკებთან, ადამიანებით და მათი ორგანოებით ვაჭრობასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული”.

„როსსტატის“ მონაცემით, 2015 წლიდან, სულ მცირე, 3,5 მილიონი მიგრანტი რუსეთის მუდმივი მაცხოვრებლები გახდნენ. მათივე ვარაუდით, უახლოეს 20 წელიწადში ქვეყნის მუდმივის მაცხოვრებელი კიდევ 5 მილიონი მიგრანტი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები