ევროკავშირის წარმომადგენელი: ძალიან შეშფოთებული ვარ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით

0

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაარი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც კლაარი აღნიშნავს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი აამოქმედა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალში, ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი აამოქმედა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის ფარგლებში ფაქტები დადგინდება“, – წერს ტოივო კლაარი „ტვიტერის“ გვერდზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი