შარშანდელმა ფინალისტებმა დარასელიას თასი მარცხით დაიწყეს

0

თბილისში, “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის მოედანზე სტარტი აიღო ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირმა. პირველობაზე წელს 8 გუნდი გამოდის. გახსნით მატჩში, გათამაშების შარშანდელი ფინალისტი თბილისის “დინამო” ბელგიურ “გენტს” შეხვდა და 2-0 დამარცხდა, ანალოგიური შედეგით წააგო, ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა ჰოლანდიურმა “აზ ალკმაარმა”, რომელსაც კიევის “დინამომ” აჯობა. მილანის “ინტერმა” 2-1 სძლია აზერბაიჯანულ “გაბალას”, ხოლო ზაგრების “დინამოსა” და თურქული “ტრაპზონსფორის” მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. შეჯიბრების მეორე ტურში თბილისის “დინამოს” მეტქე აზერბაიჯანული “გაბალა” იქნება.

კომენტარები

კომენტარი