„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები: კანცელარიასთან დავრჩებით, სანამ არ მოვისმენთ მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ემიჯნებიან ამ ძალადობას

0

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან დარჩებიან იმ დრომდე, სანამ მთავრობის წარმომადგენლებისგან არ მოისმენენ, რომ ხელისუფლება ემიჯნება ძალადობას.

„აქ ვიქნებით მანამ, სანამ არ მოვისმენთ მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ემიჯნებიან ამ ძალადობას აღიარებენ, რომ ჩვენ გვაქვს უფლებები და ვიმსახურებთ იმას, რომ მშვიდობიანად შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით.

ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად. პოლიციის იმედი გვაქვს, რომ უფრო ეფექტურად იმუშავებენ, ვიდრე დღეს. ჩვენი გადამალვა არ არის ის გზა, რომელიც სახელმწიფომ უნდა აირჩიოს “, – განაცხადა „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა.

როგორც აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ განაცხადა, დღეს გამოჩნდა, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო სინქრონულად მოქმედებენ ლგბტ თემისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.

„დღეს აქ დავინახეთ ის, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო სინქრონულად მოქმედებენ ლგბტ თემისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. აქ შეკრებილი ადამიანები, არ ვაპირებთ დაშლას. ე.წ. ყვითელი ავტობუსები მოგვიყვანეს და მიგვითითეს, რომ ავტობუსით წავსულიყავით, მაგრამ აქ ვრჩებით მანამ სანამ საჭირო იქნება”, – აცხადებს „თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე.

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი