18 ქვეყნის ლიდერები “ჰამასს” მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

18 ქვეყნის ლიდერები “ჰამასს” მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების ხელმომწერებს შორის არიან აშშ-ის, გერმანიის, ავსტრიის, არგენტინის, ბრაზილიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, დანიის, ესპანეთის, კანადის, კოლუმბიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სერბეთის, ტაილანდის და საფრანგეთის ლიდერები.

“მოვუწოდებთ “ჰამასს”, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა მძევალი, რომელიც ღაზაში 200 დღეზე მეტია იმყოფება. მათ შორის არიან ჩვენი მოქალაქეებიც. ღაზაში მძევლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი, რომელთაც საერთაშორისო სამართალი იცავს, საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს”, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი გარიგება გამოიწვევს დაუყოვნებლივ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას, ხელს შეუწყობს დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას და გამოიწვევს საომარი მოქმედებების დასრულებას.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ჰამასს”, გაათავისუფლოს მძევლები და მოაგვაროს კრიზისი, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები