შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის რამდენიმე ევროპარლამენტარის ბოლო გაბრძოლება, რომ ქართველ ხალხს სიტყვიერად თავს დაესხან

არაფერი გაუქმდება, ამ მხრივ საქართველოს მოსახლეობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც.

„ეს არის ქართველ ხალხზე რამდენიმე გაბრაზებული ევროპარლამენტარის ბრწკენა ხალხის მიმართ. რამდენიმე კვირაში ეწურებათ მანდატი, სულ რამდენიმე კვირა დარჩათ და ეს არის ბოლო გაბრძოლება, რომ ქართველ ხალხს რამენაირად სიტყვიერად თავს დაესხან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები