ოც წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს თასის გათამაშება დღეს ვაკეში დასრულდება

0

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს ბოლო მატჩები გაიმართება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მე-9 ადგილისთვის ირლანდიის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 13:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს “პირველი არხი” წარმოადგენს.
ამავე სტადიონზე მოგვიანებით გამოვლინდება ტურნირის გამარჯვებულიც – ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 18:00 სთ-ზე დაიწყება, ინგლისისა და ახალი ზელანდიის 20-წლამდელები ითამაშებენ ხოლო ამ ორი თამაშის შუალედში მესამე და მეხუთე ადგილებისთვის გასამართი თამაშები დღესვე ავჭალის სტადიონზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი