შსს-მ ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დღეს ოპოზიციური პარტიების, „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება – ბათლომე შელიას ცხვირის, ხოლო დავით შელიას – თავის არეში. დაპირისპირებას წინ კამათი უძღოდა, რაც „ევროპული საქართველოს“ მიერ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას მოჰყვა.

„ევროპულ საქართველოში“ „ენმ“-ის ყოფილი წევრი გელა თოლორაია ფრაქციის სამი წევრიდან ერთ-ერთი იქნება. სწორედ ამან გამოიწვია ენმ-ის გაღიზიანება. „იმედი მაქვს, რომ თოლორაიას ეყოფა გამბედაობა და ვაჟკაცობა, რომ მოვიდეს სხდომაზე. ის არის მოღალატე და სუს-ის აგენტი“, – თქვა წითლიძემ.

შელიამ კი მას კორექტულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თოლორაია სხდომაზე დასწრებას აპირებს. მოგვიანებით კამათში ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დათა შელიაც ჩაერთო, რაც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი