უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა – სოლსკი მიწის უკანონო მიტაცებაშია ეჭვმიტანილი

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა, ნიკოლაი სოლსკიმ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ უკრაინის უზენაესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

სტეფანჩუკმა განმარტა, რომ სოლსკის განცხადებას დეპუტატები მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) 23 აპრილს კორუფციული სქემის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, რომელსაც მოქმედი მინისტრი ხელმძღვანელობდა. კორუფციული სქემის შედეგად, თანამდებობის პირმა სახელმწიფო მიწის 2493 ჰექტარი მიისაკუთრა.

Strana.ua-ს ცნობით, სოლსკი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ბოგდანის ბიზნესპარტნიორი იყო.

სქემაში მონაწილე კიდევ ერთმა ჩინოვნიკმა, სოლსკის მოადგილემ, მარკიან დმიტრასევიჩმა ქვეყანა დატოვა.

გამომძიებლების ვერსიით, 2017 წელს ამჟამინდელი მინისტრი, რომელიც იმ დროს რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო კომპანიას ფლობდა, შეთქმულებაში შევიდა უკრაინის სახელმწიფო გეოკადასტრის ხელმძღვანელთან, სუმის რეგიონში ორი სახელმწიფო საწარმოს მიერ გამოყენებული მიწის დასაკუთრების მიზნით. თავდაპირველად მათ გაანადგურეს დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო საწარმოებს ჰქონდათ მიწის მუდმივი სარგებლობის უფლება. შემდეგ, მიწა კერძო საკუთრებაში გადაეცა ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეებს, რომლებმაც თავის მხრივ, ის იჯარით გადასცეს სოლსკის კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები