გია აბაშიძე ხატია დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა

0

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ “ალ ჯაზირას” ეთერში, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

მისი თქმით, ამ მითვისებულმა სასამართლომ” 10 დღის განმავლობაში გაათავისუფლა ხატია დეკანოიძის შვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, რაც საკმაოდ მკაცრად დასჯადი დანაშაულია.

“როგორც უკვე ითქვა, 2020 საარჩევნო სისტემა არის შერეული. ეს არის კანონიერი სისტემა განსხვავებით იმისგან, რასაც ოპოზიცია აცხადებს. სხვათა შორის, ე.წ. სასამართლოს მითვისება, რომელიც ქალბატონმა დეკანოიძემ ახსენა, ამ “მითვისებულმა სასამართლომ” 10 დღის განმავლობაში გაათავისუფლა მისი შვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, რაც საკმაოდ მკაცრად დასჯადი დანაშაულია ჩვენს ქვეყანაში. ამან კი ბევრ მოქალაქეში გამოიწვია შეშფოთება. მაშ, რატომ აქვთ სხვებს მისჯილი ხანგრძლივი პატიმრობა იმავე დანაშაულისთვის მაშინ, როცა მისმა შვილმა სულ 10 დღე გაატარა სასამართლოში. და კიდევ ერთი დეტალი: ამ პროტესტის და შენობის დაბლოკვის შემდეგ, რაც სრულიად არაკანონიერია, უნდა განვასხვავოთ გამოხატვის თავისუფლება და კანონიერი ფორმები არაკანონიერი ფორმებისგან და ამ არაკანონიერი ფორმების შემდეგ ბევრმა მხარდამჭერმა დატოვა ტერიტორია.

შედეგად, არ იყოს საკმარისი ხალხი ქუჩის შესავსებად და ეს არის ოპოზიციის მთავარი პრობლემა! ისინი ამ უკანანო ქმედებებით, თვითგანადგურებას ეწევიან, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც სამართლიანად, ვიმეორებ, სრულიად სამართლიანად გამოთქვამენ პროტესტს ამ გულაცრუების წინააღმდეგ, აქვთ გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ისინი არ უნდა იჭრებოდნენ ადმინისტრაციულ შენობებში, პარლამენტის შენობაში და არ უნდა აბამდნენ ჯაჭვებს პარლამენტის შესასვლელთან, ” – განაცხადა ექპსერტმა “ალ ჯაზირას” პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი