შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან

სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო. ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკურ კორუფციას, რომელსაც ვხედავთ, მათ შორის, ევროპარლამენტში. პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითია, როდესაც კრიმინალს და ადამიანს, რომელმაც ანტიდემოკრატიული წამების სისტემა შექმნა, რამდენიმე მფარველი ჰყავს ევროპაში. თავის დროზე, ის, სასჯელმისჯილი ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა, სხვადასხვა კაბინეტში იღებდნენ კიდეც, შემდეგ წაახალისეს, შემოპარულიყო, გაწირეს ქართველი ხალხი. ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის. შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა სურთ, რეზოლუციებით დაიხსნან კრიმინალი ციხიდან. სამწუხაროდ, ამ დონეზე არის დასული ამ კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა. პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ტრიბუნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საერთო ოპოზიციურ სიასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა:

„სია ტექნიკურად ერთიანი იქნება თუ არა, მგონი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე არის ერთი გუნდი, რომელიც სტრუქტურულად ხანდახან სხვადასხვა გუნდად წარმოგვიჩნდება ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ერთი სიაა. ძალიან კარგია, თუ ერთი სია იქნება, მოქალაქეებისთვისაც მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება. ასე, რომ შეუერთდნენ ამ მოწოდებას, გააკეთონ ერთიანი სია და ნახავენ, რა პასუხსაც მიიღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები