აშშ-ის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, რომლის დროსაც ათეულობით ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
დემონსტრაციები გაიმართა იელის უნივერსიტეტში, კონექტიკუტსა და ნიუ იორკის უნივერსიტეტში, მანჰეტენზე. სტუდენტები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ითხოვდნენ.
გავრცელებული ცნობებით, იელის უნივერსიტეტში გამართული დემონსტრაციაზე, სულ მცირე, 47 მომიტინგე დააკავეს. უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ მათ დისციპლინარული სასჯელი შეეხებათ.