საქსტატი: 2023 წელს ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით 2023 წელს ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. 2023 წელს ემიგრაციაში საქართველო 163 480 მოქალაქე წავიდა. ეს რიცხვი 2022 წელთან შედარებით 62 678-ით გაიზარდა.
„გასულ წელს ქვეყნიდან გასული ემიგრანტების რიცხოვნობამ, ჯამურად, 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5% პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9% და ემიგრანტების 62.2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2023 წელს იმიგრანტების 44.6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66.7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების წილობრივი მოცულობა 2022 წელთან შედარებით იმიგრანტების შემთხვევაში გაიზარდა, ემიგრანტების შემთხვევაში კი შემცირდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.