ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 236 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყალდიდობის შედეგად 10 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა, ხოლო დაზარალებული ადამიანების რაოდენობა 200 000-ს აჭარბებს.
„ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქარი, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სავალალო შედეგები გამოიწვია. დაიღუპნენ ადამიანები, დაზიანდა სახლები, რკინიგზა“, – განაცხადა ტანზანიის მთავრობის მეთაურმა, კასიმ მაჯალივამ.
აღსანიშნავია, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალდა კენიაც, სადაც სტიქიას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა.