მალაიზიაში ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაღუპულები

მალაიზიაში ორი სამხედრო ვერტმფრენი, აღლუმისთვის მზადების დროს, ერთმანეთს შეეჯახა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მედიის ინფორმაციით, ორივე ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა. მალაიზიის სამხედრო საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ ყველა მათგანი დაიღუპა.

დაწყებულია გამოძიება, მომხდარის წინასწარი მიზეზები არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები