გორში დედამიწის დღე სხვადასხვა სახის აქტივობებით აღინიშნა

გორში დედამიწის დღე სხვადასხვა სახის აქტივობებით აღინიშნა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინიციატივით ასფალტზე ხატვის კონკურსი მოეწყო. ღონისძიებაში მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს.

დედამიწის დღე გამწვანების აქციებით აღნიშნეს გორის N3 და სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაგა-ბაღებმა. აქტივობებში გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. ღონისძიებებში მონაწილეობდა ბაღების პერსონალი აღსაზრდელებთან ერთად.

გამწვანების აქციები ნერგებით გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სანერგე მეურნეობამ უზრუნველყო.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ინიციატივით დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში სკოლა ,,თამარიონის“ მოსწავლეები გაეცნენ მეტყევისა და რეინჯერის საქმიანობას, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობასა და ველური ბუნების შენარჩუნების საჭიროებას. ახალგაზრდებმა მდინარე ტანას მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს.

22 აპრილს დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება მისი მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები