რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ქართული ხალხური კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” გაიხსნა

21 აპრილს, ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ქართული ხალხური კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” გაიხსნა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, პირველ საფესტივალო დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
ღონისძიებაზე ბოლნისმა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კუთხე წარადგინა, სადაც ადგილობრივი ნაწარმისა და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ და შეეძინათ სხვადასხვა სახეობის, ბოლნისის მიკროზონის რჩეული ღვინო.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ,,ქართული“ მუნიციპალიტეტებს და მასში შემავალ მოქმედ ქორეოგრაფიულ ჯგუფებს აერთიანებს და მისი მიზანი ეროვნული, ტრადიციული იდენტობის შენარჩუნებაა.
პირველი საფესტივალო დღე კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბოლნისის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,თამარიონი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები