ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყველა ის პოლიტიკური გზავნილია თავმოყრილი, რაც „ნაცმოძრაობას“ სხვადასხვა დროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებით ჰქონდა

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის ჩაწერა ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყველა ის პოლიტიკური გზავნილია თავმოყრილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებით ჰქონდა.

„უვიზო მიმოსვლასა და ამ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშანი იმ რეზოლუციამ დასვა, რაც რელევანტური არ არის. რეზოლუციაში ყველა ის პოლიტიკური გზავნილია თავმოყრილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა დროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებით ჰქონდა. ეს რეზოლუციაშია თავმოყრილი. უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე საკითხი ვერ დადგება იმ პოლიტიკური მიზეზების გამო, რაც „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს აწუხებთ. ვხედავთ, რომ აქ ყველაფერი ჩაყარეს. ევროპარლამენტმა მუშაობა დაამთავრა და რომ იტყვიან, საქართველოს წინააღმდეგ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ყველა გზავნილი ერთ რეზოლუციაში გააერთიანეს. ვიზალიბერალიზაციის ჩაწერა ბოლო ბუსტერის მცდელობა იყო, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხი გაეზარდათ. სააკაშვილის ნაწილს რაც შეეხება, აქაც ცოტა იმპროვიზაცია დააკლდათ, რადგან დროში ცაიტნოტი ჰქონდათ. როგორც ჩანს, ეს მოწვევა იხურებოდა და იმასაც ვერ გაუწიეს ანგარიში, რომ მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მისი ჯანმრთელობა ისეთია, არასდროს რომ არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები