რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ

0

ხვალ, 26 მარტს, 11:00 საათზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცემა. ცერემონია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობითა და “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით გაიმართება.
მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა, N25.

 

კომენტარები

კომენტარი