სულ მცირე, 10 დაღუპული და 11 დაშავებული – ბრაზილიაში, საოჯახო სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

ბრაზილიის სამხრეთ ქალაქ პორტო ალეგრეში, საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ობიექტს საოჯახო სასტუმროდ მუშაობის ლიცენზია არ გააჩნდა და ასევე, არც ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა ჰქონდა.

შენობაში, სადაც საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებდა, ოთახები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო განლაგებული, რაც ხანძრის გავრცელებას ამარტივებდა და სტუმრების გაქცევის შესაძლებლობას კი ართულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები