ძაგნიძემ პირველი პოზიცია მეცხრე ტურში ყაიმის მიუხედავად შეინარჩუნა

0

რიგაში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა შორის 9 ტურმა ჩაიარა და პირველ ადგილზე კვლავაც საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2528) იმყოფება, რომელიც რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2452) დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
გასულ ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით მსოფლიო ექსჩემპიონ – უკრაინელ მარია მუზიჩუკს (2546) დაუპირისპირდა და სრულიად მისაღები ყაიმი დააფიქსირა. შედეგად, ნანას 7.0 ქულა მოუგროვდა და კვლავაც ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად რჩება.
ბოლოსწინა მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით პოლონელ მონიკა სოცკოს (2462) ეთამაშება, გორიაჩკინა კი შავი ფიგურებით უნგრელ ტრან ტრანგ ჰოანგს (2459) გაეჯიბრება.
საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ის მონაწილეებიც განაგრძობენ, რომელთა აქტივშიც 6.5-6.5 ქულაა, ასეთი კი, ერთბაშად ექვსია: მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2546), სოცკო, ელიზაბეტ პაეტი (გერმანია, 2454), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2437), ჰოანგი და ალინა კაშლინსკაია (რუსეთი, 2426).

 

მე-9 ტური
მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2546) – ნანა ძაგნიძე (2528) 0.5:0.5
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2437) – ნინო ბაციაშვილი (2496) 1:0
ბელა ხოტენაშვილი (2445) – იულია ოსმაკი (უკრაინა, 2348) 0.5:0.5
მარინა ბრუნელო (იტალია, 2354) – სალომე მელია (2400) 1:0
ლელა ჯავახიშვილი (2456) – ნინო ხომერიკი (2308) 1:0
მერი არაბიძე (2373) – კატარჟინა ტომა (პოლონეთი, 2229) 0.5:0.5
სოფიო გვეტაძე (2292) – ანასტასია საზონოვა (რუსეთი, 2143) 1:0

 

ქართველ მოჭადრაკეთა სატურნირო მდგომარეობა
1. ძაგნიძე – 7.0
14. ხოტენაშვილი – 6.0
25. ბაციაშვილი – 5.5
29. ჯავახიშვილი – 5.5
51. არაბიძე – 5.0
58. მელია – 5.0
64. გვეტაძე – 5.0
73. ხომერიკი – 4.5

 

მე-10 ტური
ნანა ძაგნიძე (2528) – მონიკა სოცკო (პოლონეთი, 2462)
ლაურა უნუკი (სლოვენია, 2275) – ბელა ხოტენაშვილი (2445)
ნინო ბაციაშვილი (2496) – დარია პუსტოვოიტოვა (რუსეთი, 2411)
გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი, 2357) – ლელა ჯავახიშვილი (2456)
ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2420) – სოფიო გვეტაძე (2292)
სალომე მელია (2400) – ანასტასია ტრავკინა (რუსეთი, 2287)
მონიკა რუიზ კალზეტა (ესპანეთი, 2257) – მერი არაბიძე (2373)
ნინო ხომერიკი (2308) – მარია გევორგიანი (სომხეთი, 2227)

კომენტარები

კომენტარი