მსოფლიო ფეხბურთის ასოციაციამ განვლილი წლის საუკეთესოები დაასახელა

0

ციურიხში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ფიფას ყოველწლიური დაჯილდოება. განვლილი წლის მონაცემებით, მსოფლიოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი როგორც მოსალოდნელი იყო წილად კრიშტიანო რონალდოს ხვდა. მისი კონკურენტები ლიონელ მესი და ანტუან გრიზამნი იყვნენ; წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი კარლი ლოიდი გახდა; წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება კლაუდიო რანიერიმ მიიღო; წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთიში სილვია ნეიდი გახდა; პუშკაშის პრიზი – მოჰდ ფაიზ სუბრის ერგო; ფიფას ფანების პრიზი – “ლივერპულისა” და “დორტმუნდის” ერთგული ქომაგების ხვედრი გახდა.

კომენტარები

კომენტარი