ონაშვილის ქუჩაზე მდებარე №37-ე ახალ ბაღში რეგისტრაცია 12 სექტემბერს დაიწყება

0

ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩის №1-ში მდებარე №37-ე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების ელექტრონული რეგისტრაცია 12 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge.
№ 37 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ შვიდი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 12 ჯგუფი შეიქმნება, რომელთაგან 3 ჯგუფი ბაგა იქნება .
ორსართულიანი შენობა 2 300 კვ.მ.-ს მოიცავს, სადაც სკოლამდელ განათლებას 450-მდე ბავშვი მიიღებს.
შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ამ ეტაპზე ბაღში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები და სპორტულ-გასართობი მოედნების მონტაჟი მიმდინარეობს.
გარდა აღნიშნული ბაღისა, მიმდინარე წელს თბილისში კიდევ ოთხი ახალი ბაღი გაიხსნა, ორის გახსნა კი უახლოეს კვირებში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი