ირაკლი ზარქუა: ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც დგას უსამართლობაზე და არის მწვალებელთა პარტიის მეგობრების მიერ შექმნილი

ჩალის ფასი აქვს ასეთ რეზოლუციას, რომელიც დგას უსამართლობაზე, უბრალოდ არის მწვალებელთა პარტიის მეგობრების მიერ შექმნილი – ჩვენ მორიგ ჯერზე ვართ მომსწრე, როგორ ხდება ევროპული ღირებულებების დევალვაცია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუას განმარტებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაირკვევა, თუ ვისგანაა დაფინანსებული და ლობირებული აღნიშნული რეზოლუცია.

„ასეთი უსაგნო, უსაფუძვლო, უარგუმენტო რეზოლუციებით გაამდიდრეს ევროპარლამენტარებმა ეს ტრიბუნა. სამარცხვინოა, მიუღებელი, ჩალის ფასი აქვს, ნული. დარწმუნებული ვარ, რაც ახლა რეზოლუცია გამოაცხვეს, ვისგან რის დაფინანსებული და ლობირებული გავიგებთ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, იმიტომ რომ დეკლარირება უწევთ. იგივე მარაზმი ჩაიდინეს ახლაც, რაც სააკაშვილის შემთხვევაში, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს დაემუქრნენ ვიზალიბერალიზაციას წაგართმევთო. ვინ ეკითხება კუბილიუსს? არც არის მათი კომპეტენცია. ეს არის სარეკომენდაციო. რეზოლუციები მილიონი ჰქონდათ მიღებული მანამდეც რომ გვეუბნებოდნენ, გამოუშვით სააკაშვილი, თორემ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. ის ციხეში ზის, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ანალოგიურად აქაც,” – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები