„ბარსელონაში“ ნეიმარის ტრანსფერით ესპანეთის პროკურატურა დაინტერესდა

0

  მადრიდულის გაზეთ „ელ მუნდოს“ ცნობით, „ბარსელონას“ ნეიმარის ტრანსფერი 95 მილონი ვერო, ანუ ოფიციალურ ინფრომაციაზე 38 მილიონით მეტი დაუჯდა. სტატიის ავტორების – ედუარდო ინდასა და ესტებან ურეისტიტას ინფორმაციით, ნეიმარსა და კატალონიურ გრანდ შორის 2011 წლის ნოემბრიდან დღემდე სულ შვიდი კონტრაქტი გაფორმდა და მათი საერთო ღირებულება 95 მილიონს შეადგენს. ამ თანხიდან, ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავის მშობლიურმა კლუბმა – „სანტოსმა“ მხოლოდ 17 მილიონი მიიღო. 40 მილიონი ნეიმარის მამის კუთვნილებაში მყოფი კომპანიის „N&N“-ის ანგარიშზე ჩაირიცხა. მანვე რვანახევარი მილიონი საკომისიო მიიღო. 8 მილიონამდე დაჯდა „სანტოსის“ კიდევ სამი ახალგაზრდა ფეხბურთელის უპირატესი შესყიდვის უფლება. 2,5 მილიონის სხვადასხვა აგენტმა აიღო. 9 მილიონია გადახდილი ორი ამხანაგური მატჩისთვის, რომლებიც ამ კლუბებს შორის უნდა გამართულიყო. 10 მილიონი ევრო კი ეგრეთ წოდებული „პადიომნი“ იყო. „ბარსელონას წარმომადგენლები ამ ინფორმაციას უარყოფენ, მაგრამ თუ მაინც დადასტურდა, ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული გახდება. შეგახსენებთ, რომ ამ სტატუსს დღემდე მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი ლეგიონერი კრიშტიანუ რონალდუ ატარებს. სამეფო კლუბს მისი მანჩესტერიდან გადმობარგება 94 მილიონი დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონასა“ და ნეიმარს შორის გაფორმებული სხვადასხვა ფინანსური დოკუმენტით ესპანეთის პროკურატურა დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი