“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ

0

“უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრები და “ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა “ოცნების“ ოფისთან სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს და ჰაერში აყარეს.

“უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, ნიკა მემანიშვილის განცხადებით ჩხარტიშვილის საქმე ისტორიაში შევა.

“ლაშა ჩხარტიშვილი დააპატიმრეს, რადგან მან რამდენიმე მარცვალი ლობიო აჰყარა ჰაერში. ვფიქრობთ, ეს არის პრეცედენტული საქმე მსოფლიო სამართალში, არ არსებობს მსგავსი საქმე. ეს შევა ისტორიაში, როგორც ლობიოს საქმე. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, იცავს ადამიანების უფლებებს, იჭერენ“ ,- განაცხადა მემანიშვილმა.

აქციის მონაწილეები ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

“ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი