ალექსანდრე ვინიკოვი: ეს წელი განსაკუთრებით კრიტიკული იქნება საქართველოსთვის, რათა ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე დარჩეს

არჩევნები დემოკრატიის საზომია, არჩევნების ეს წელი განსაკუთრებით კრიტიკული იქნება საქართველოსთვის, რათა ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ვიზიტის დროს ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ალიანსში მომავალ წევრობაზე გადაწყვეტილებას მოკავშირეები მხარს უჭერენ.

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვია. მან ხაზი გაუსვა, საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და საქართველოს ალიანსში მომავალ წევრობაზე გადაწყვეტილებას მოკავშირეები მხარს უჭერენ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რეფორმების გატარების კრიტიკულ მნიშვნელობას და საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის გაძლიერების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. ეს გააძლიერებს საქართველოს საზოგადოებას და ნატოში წევრობისკენ წინ წასწევს. არჩევნები ყოველთვის არის დემოკრატიის საზომი და არჩევნების წელი განსაკუთრებით კრიტიკული იქნება, რომ ქვეყანა დარჩეს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები